საქართველოში აშშ-ის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს

19 ივნისი 2019, 18:29 251 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში თავის მოქალაქეებს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილ  ღონისძიებასთან დაკავშირებით აფრთხილებს. საელჩო აშშ-ს სამთავრობო უწყებების თანამშრომლებს მოუწოდებს მასობრივი თავშეყრის ადგილებს თავი აარიდონ.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ განცხადება ინგლისურ ენაზე გაავრცელა.

„ლგბტ თემის წარმომადგენლები და მათ მხარდამჭერები აპირებენ პრაიდის კვირეული თბილისში, პრაიდით ან საჯარო ღონისძიებებით აღნიშნონ. ვვარაუდობთ, რომ ღონისძიება ბევრ ადამიანს მიიზიდავს. თავი აარიდეთ დემონსტრაციას, მიიღეთ უსაფრთხოების ზომები თუ დიდი შეკრების, ან საპროტესტო აქციის სიახლოვეს აღმოჩნდებით. სიახლეების გასაცნობად თვალი ადევნეთ ადგილობრივ მედიას, მოერიდეთ საჯაროობას, მოითხოვეთ დახმარება"- წერია  საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი გაფრთხილება გუშინ, 18 ივნისს  ნიდერლანდების საელჩომ გაავრცელა  და  საკუთარ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი