სტამბოლში დაპირისპირების შედეგად საქართველოს და თურქეთის მოქალაქეები გარდაიცვალნენ

18 ივნისი 2019, 10:24 2708 ნახვა

სტამბოლში საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას,  ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ, 17 ივნისს, ფათიჰის რაიონში მოხდა. 

CNN Turk-ის ინფორმაციით, კამათი, რომელიც ცივი და ცეცხლსასროლი იარაღით დაპირისპირებაში გადაიზარდა, სტამბოლის ერთ-ერთ სასტუმროში დაიწყო და ქუჩაში გაგრძელდა.

თურქული მედიის ცნობით, გარდაცვლილია საქართველოს მოქალაქე. 56 წლის მამაკაცი საავადმყოფოში თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებმა მაყუჩიანი იარაღი, ვაზნები და დანა აღმოაჩინეს.

განახლება: 11:52 „ჰაბერთურქის'' ინფორმაციით, სტამბოლში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, პოლიცია საქართველოს და რუსეთის მოქალაქეებს ეძებენ.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში