მთაწმინდაზე ყველა საარჩევნო უბანი დათვლილია

20 მაისი 2019, 09:01 270 ნახვა

ყველა საარჩევნო უბანია დათვლილი მთაწმინდაზე, მეორე ტური „ქართული ოცნების“ კანდიდატ ვლადიმერ კახაძესა და „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატ შალვა შავგულიძეს შორის გაიმართება.

ყველა უბნის მონაცემების დათვლის შემდეგ, მმართველი გუნდის კანდიდატმა, ხმათა 41 % (6036 ხმა) მიიღო, ხოლო „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა, 36.83 % (5422) ხმა.

რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, მათ შორის ხმები ასე გადანაწილდა: კობა დავითაშვილი – 2.87%; გრიგოლ გეგელია – 3.11%. გერმანე საბო – 4.78%; სოფიო ხორგუანი – 2.58%; ლევან იოსელიანი – 6.43%;

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი