ჯილდო აჭარის  საზოგადოებრივ მაუწყებელს

04 მაისი 2019, 15:14 1959 ნახვა

ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, განათლების, ჯანდაცვასა და საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სხვადასხვა კომპანიები და მედია ორგანიზაციები დააჯილდოვეს. მათ შორის აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი.

ცერემონიას უცხოელი ინვესტორები, საელჩოების, საერთაშორისო სავაჭრო-სამრეწველო პალატებისა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები, ესწრებოდნენ. შეხვედრის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მათი მიზანია, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ საზოგადოებას, რეიტინგული მედია და ინტერნეტ გამოცემების თუ ტელევიზიების საშუალებით, პოზიტიური ცვლილებებისა და რეფორმების შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში