ავტოსაგზაო შემთხვევა

17 აპრილი 2016, 00:00 3384 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორგილაძის ქუჩაზე. მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ და მოძრავ ავტომანქანებს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ოთხი მგზავრი მსუბუქად დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზიანდა სამი ავტომობილი. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურების წარმომადგენლებიც.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში