ქედის დაწყებითი სკოლების პრობლემები პრიორიტეტებში ვერ მოხვდა

03 აპრილი 2019, 00:00 1078 ნახვა

ქედის მუნიციპალიტეტის, სოფელ მოსიაშვილების დაწყებით სკოლაში დაბზარულია კედლები და დაზიანებულია დერეფნის ნაწილი, სადაც სპორტის გაკვეთილები ტარდება. ეზოს მოწესრიგება სოფლის მხარდაჭერის პროგრამითაც ითხოვეს, თუმცა არ დააკმაყოფილეს. რეაბილიტაცია ესაჭიროება ქედაში ზედა მახუნცეთის დაწყებით სკოლასაც, სადაც იატაკის ფიცრები ჩამტვრეულია. წვიმის დროს იტბორება სკოლის ეზო. ზედა მახუნცეთის საჯარო სკოლის დირექტორის ინფორმაციით, ვისაც ამ სკოლის მოვლა-პატრონობა ევალება,  შენობის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე სასწავლო წელს არ იგეგმება.

რაც შეეხება სოფელ მოსიაშვილების საჯარო სკოლას, დირექტორი, ინგა ბერიძე, ამბობს, რომ მიმდინარე წელს  სკოლის რეაბილიტაციისთვის თანხა  გათვალისწინებულია. ასევე, დაგეგმილია ეზოს კეთილმოწყობა. ქედის რესურსცენტრში ამბობენ, რომ დაწყებითი სკოლები საჯარო სკოლების ბალანსზეა და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხა მათ უნდა გაითვალისწინონ. სამინისტროც ცნობით, ახლა რეაბილიტაცია იმ სკოლებს უტარდება რომელსაც უფრო მეტად ესაჭიროება. ცნობისთვის, ზედა მახუნცეთისა და მოსიაშვილების საჯარო სკოლაში 15–მდე მოსწავლე სწავლობს.

ამავე კატეგორიაში