24 მარტს ფუტსალში, ბსუ-ს გუნდი ქუთაისის ''მართვეს'' დაუპირისპირდება

22 მარტი 2019, 00:00 1082 ნახვა

ფუტსალის ლიგის 2018/19 წლების სეზონის რეგულარული  სეზონის  ბოლო  ტურის  გადამწყვეტ შეხვედრაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  გუნდი ქუთაისის მართვეს  დაუპირისპირდება, შეხვედრა ქუთაისის სპორტის  სასახლეში  24  მარტს  15:00  საათზე  დაიწყება.

მეოთხე ნახევარფინალისტის ადგილისთვის ბსუ-ს მხოლოდ გამარჯვება სჭირდება. მართვესთვის კი ფრეც საკმარისია. ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე თბილისი პლეიოფის  საგზურისათვის  ბრძოლას  გამოეთიშა.
 

მეცამეტე ტურის  შეხვედრაში, ბსუ-მ  თბილისი 6:4 დაამარცხა. ქუთაისში თამაშზე დასწრების მსურველებს შეგიძლიათ 24 მარტს 11 საათზე უმაღლესი სასწავლებლის ეზოში შეიკრიბოთ

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში