წერილის ორიგინალი გაგზავნილია ლონდონში ექსპერტიზაზე - მამუკა ხაზარაძე

05 მარტი 2019, 00:00 1004 ნახვა

მამუკა ხაზარაძემ სასამართლო რამდენიმე წუთის წინ დატოვა. თიბისი ბანკის დამფუძნებელმა თქვა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიღებული მუქარის წერილის ასლი სასამართლოს გადასცა,  ორიგინალი კი ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი. 

“წერილში რა წერია, ეს იყოს პროკურატურის კომპეტენცია, რამეთუ პრესკონფერენციებს კარგად ატარებენ” - უთხრა ჟურნალისტებს ხაზარაძემ და აღნიშნა რომ დღეს დაკითხვისას საბჭოთა მენტალიტეტის პროკურატურა იხილა. 

''ვიყავი გამოკითხვაზე, სადაც იმყოფებოდნენ პროკურორები. გამოკითხვა ჩატარდა მოსამართლის თანდასწრებით. ახლა გამოვედი. წერილის ასლი გადავეცი, ასევე გავაკეთე კომენტარები და გამოვედი. წერილში რა წერია ეს იყოს პროკურატურის კომპეტენცია, რამეთუ კარგად ატარებენ პრესკონფერენციებს. სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურის მენტალიტეტი. წერილის ორიგინალი გაგზავნილია ლონდონში ექსპერტიზაზე'' - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძემ. 

თიბისი ბანკის დამფუძნებელი თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე, დაახლოებით ორი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. 

გუშინ პარლამენტში მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ მაღალჩინოსანმა მუქარის შემცველი წერილი მისწრეა. მოგვიანებით დააკონკრეტა, რომ ეს იყო შსს-ს მინისტრი გიორგი გახარია. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში