ამომრჩეველთა სია განახლდა

07 აგვისტო 2016, 00:00 4440 ნახვა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა ერთიანი სია განაახლა. 15 ივლისის მდგომარეობით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 მილიონ 452 ათას 93 შეადგენს. ცენტრალური საარჩევნო კომისია თითოეულ მოქალაქეს საკუთარი მონაცემების გადამოწმებისკენ მოუწოდებს, სპეციალურ საიტზე - ვოტერს.ცეც.გოვ.გე. ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ასევე ნახავს ინფორმაციას, თუ რომელ საარჩევნო უბანზეა რეგისტრირებული. უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირმა შესაბამის საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-16 დღისა უნდა მიმართოს.

ამავე კატეგორიაში