მთავრობა მთიან რეგიონში მიმდინარე პროექტებზე

07 აგვისტო 2016, 00:00 2692 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, გუშინ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან ერთად, ბეშუმში სახალხო დღესასწაულს - „შუამთობას" დაესწრო. პრემიერმა საზეიმო ღონისძიებაზე მყოფთ დღესასწაული მიულოცა და ხაზი გაუსვა ტრადიციების შენარჩუნების მნიშვნელობას. გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა კურორტ ბეშუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ ოქტომბრის ბოლომდე წყალმომარაგების პრობლემა მთლიანად გადაიჭრება. პრემიერის თქმით, ბეშუმს განვითარების დიდი პერსპექტივა აქვს და ამ პოტენციალის გამოსაყენებლად მთავრობა ყველაფერს აკეთებს.

ამავე კატეგორიაში