ფლამარიონ ჯოვინო ''დინამო'' ბათუმში 2021 წლის ბოლომდე დარჩება

21 იანვარი 2019, 00:00 1313 ნახვა

ეროვნული ლიგა სტარტს პირველ მარტს აიღებს. სეზონი ჩემპიონების მატჩით გაიხსნება, რომელშიც ბათუმის “დინამო” თბილისის “საბურთალოს” უმასპინძლებს. მარტში გუნდი კიდევ 5 მატჩს გამართავს. საკუთარ მოედანზე ''ტორპედოსა'' და ''დილას'' უმასპინძლებს, სტუმრად კი ''საბურთალოს'', ''დინამოს'' და ''ვიტ ჯორჯიას'' შეხვდება.

კლუბის თავმდამსხმელმა, რომელიც 2018 წლის ბომბარდირი იყო "დინამო" ბათუმთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ბრაზილიელი ფეხბურთელი კლუბში 2021 წლის ბოლომდე დარჩება.

"დინამო" ბათუმს კიდევ ერთი ახალწვეული ყავს. გუნდის რიგებს 24 წლის ქართველი მცველი გიორგი გადრანი შეემატა. გასული სეზონის მეორე ნახევარი გიორგიმ გორის დილაში გაატარა, მანამდე კი სხვადასხვა პერიოდში უკრაინულ ''დესნაში'', თბილისის ''დინამოში'' და ''გაგრაში'' თამაშობდა.

ეს დინამო ''ბათუმის'' რიგით მეხუთე ტრანსფერია

ქეთევან ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში