ქართული თეატრის დღე

14 იანვარი 2019, 00:00 962 ნახვა

დღეს ქართული თეატრის დღეა. ქართული თეატრის დღე წელს თელავში აღინიშნება, სადაც თეატრალებს დააჯილდოვებენ. ბათუმის და ხულოს დრამატული თეატრების დასები თელავში იმყოფებიან.

გუშინ აჭარაში მოღვაწე თეატრალების დაჯილდოვების ცერემონიალი  ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში გაიმართა. ქართული პროფესიული თეატრის დაარსება პოეტსა  და დრამატურგს  გიორგი ერისთავის სახელს უკავშირდება.

პირველი წარმოდგენა ერისთავის პიესა „გაყრა“ 1850 წლის 14 იანვარს, თბილისის გიმნაზიის სააქტო დარბაზში გაიმართა. ეს თარიღი მიჩნეულია ქართული თეატრის აღდგენის თარიღად და XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან აღინიშნება, როგორც ქართული თეატრის დღე.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში