"ჭკვიანი" კამერები იმ ავტომობილის მძღოლებს დააჯარიმებს, რომლებსაც არ გაუვლიათ ტექნიკური ინსპექტირება

12 იანვარი 2019, 00:00 5941 ნახვა

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის ქვეყნის მასშტაბით 1 441 ვიდეოკამერა მუშაობს. მათ შორის 795 ზოგადი ხედვის, 646 კი ე.წ. "ჭკვიანი" ვიდეოკამერაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 14 იანვრიდან ე.წ. "ჭკვიანი" კამერების მეშვეობით ავტომატურ რეჟიმში მოხდება იმ ავტომობილების დაჯარიმება, რომლებსაც კანონის შესაბამისად არ გაუვლიათ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. უწყების ცნობით სიჩქარის მზომი სექციური რადარების და ე.წ. "ჭკვიანი" ვიდეოკამერების დამატება წელს ისევ იგეგმება.

გასულ წელს, 11 თვის მონაცემებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 301 ადამიანი დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით ავტოსატრანსპორტო დანაშაულის მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით +24.53%არის გაზრდილი. 

საერთო ჯამში კი ქვეყნის მასშტაბით 3 112  საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, 2017 წელს ეს ციფრი 2476 იყო, 582-ით ნაკლები.  სტატისტიკაში არ მოხვდა 2018 წლის დეკემბრის მონაცემები. 

ამავე კატეგორიაში