რუმინეთში კონსტანცას პორტში გემზე საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

09 იანვარი 2019, 00:00 7429 ნახვა

რუმინეთში კონსტანცას პორტში, გემზე საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში  მეზღვაურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ პირველადი ინფორმაციით, მიზეზი გულის შეტევა გახდა. დეტალები  უწყების ინფორმაციით ზუსტდება.

თამარ იოსელიანის თქმით, საქართველოს მოქალაქის გადმოსვენება შესაბამისი პროცედურების მიხედვით მოხდება. როგორც რუმინული საინფორმაციო წყარო  იუწყება, გარდაცვლილი  66 წლისაა და სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემის მეორე კაპიტანია.

გავრცელებული ინფორმაციით, ეკიპაჟმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა, თუმცა ექიმებს იგი  გარდაცვლილი დახვდათ. სავარაუდო მიზეზად ინფარქტი სახელდება. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება და შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში