ზაზა ოქუაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე იურიდიული კომიტეტი იმსჯელებს

08 იანვარი 2019, 00:00 699 ნახვა

დღეს უმაღლესი საბჭოს იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ზაზა ოქუაშვილისთვის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს.  

უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით დეპუტატმა საკანონმდებლო ორგანოს თავად მიმართა. მას შემდეგ რაც ზაზა ოქუაშვილმა საჯაროდ გააკეთა განცხადება ქართული ოცნების  მაღალი თანამდებობის პირების მიერ მისი მისამართით ზეწოლასა და  ფულის გამოძალვის მცდელობაზე, ის სხდომებს აღარ ესწრებოდა. მას  გაცდენილი აქვს სამი პლენარული სხდომა და აქვს ერთი ჯარიმა. 

ამავე კატეგორიაში