პრეზიდენტმა რვა ქვეყანაში ახალი ელჩები დანიშნა

02 ნოემბერი 2018, 00:00 1568 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა რვა ქვეყანაში ახალი ელჩები დანიშნა. ელჩები დაინიშნენ ბულგარეთში, ნიდერლანდების სამეფოში, საუდის არაბეთში, უნგრეთში, ჩეხეთში, იტალიაში, სლოვენიასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. მათი ნაწილი მუშაობას ნოემბერში, ან დეკემბერში შეუდგება.

ბულგარეთის რესპუბლიკაში თამუნა ლილუაშვილი იწყებს ელჩის სტატუსით საქმიანობას,  ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძე, საუდის არაბეთის სამეფოში ვახტანგ ჯაოშვილი, უნგრეთში ზაალ გოგსაძე,  ჩეხეთის რესპუბლიკაში მარიამ რაქვიაშვილი, იტალიაში კონსტანტინე სურგულაძე,  სლოვენიის რესპუბლიკაში ირაკლი კოპლატაძე და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდია. ისინი პარალელურად საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე იმუშავებენ. გიორგი მარგველაშვილმა ახლად დანიშნულ ელჩებთან  გამართა შეხვედრა და მათ წარმატება უსურვა.

ამავე კატეგორიაში