შსს -„პოლიციის თანამშომლებს ზურაბ ჯაფარიძე ნებაყოფლობით გაჰყვა“

20 ოქტომბერი 2018, 00:00 1831 ნახვა

მარიხუანას ე.წ. ფესტივალზე მომხდარ ფაქტზე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის 11 პირია დაკავებული. უწყების მიერ გამოქვეყნებულ ტექსტში წერია, რომ „გირჩის“ მიერ მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზების და ფესტივალის ფარგლებში მარიხუანას უკანონო შეძენა - შენახვა - გასაღების ფაქტზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 273-ე  მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით.

გამოძიების ფარგლებში, ზურაბ ჯაფარიძის მიმართ აუცილებელი გახდა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რაც, შეკრებილი ხალხის რაოდენობის გათვალისწინებით, ადგილზე შეუძლებელი იყო. ვინაიდან ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტობის კანდიდატია, სამართალდამცველებმა მას საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად პოლიციის განყოფილებაში გაყოლა შესთავაზეს. ზურაბ ჯაფარიძე პოლიციის თანამშრომლებს ნებაყოფლობით გაჰყვა. ამ ეტაპზე, მისი მონაწილეობით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.-წერია განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში