ავარია მსხვერპლით დასრულდა 

21 აპრილი 2024, 12:01 638 ნახვა

ლეღვაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. მას ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა, ის კლინიკაში ქალა ტვინის მრავლობითი ტრავმებით შეიყვანეს. 

ავარიის შედეგად გარდაცვლილია ერთი ადამიანი. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა, არსებული ინფორმაციით ავტომობილი მდინარეში გადავარდა და ახალგაზრდა კაცი ადგილზევე დაიღუპა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით არის დაწყებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში