ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 

19 აპრილი 2024, 14:04 227 ნახვა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელშეშლის კვალიფიკაციით. 

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის გაშუქებისას „იმედის“ ჟურნალისტებს „მონებს“ უწოდებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ.

ჟურნალისტებზე ძალადობის შემთხვევები გაერთიანებულია საქმეში, რომელსაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური სამართალდამცავების მხრიდან „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების“ კვალიფიკაციით იძიებს.

გამოძიება დაწყებულია ასევე „ტაბულას“, „პუბლიკას“  ჟურნალისტების საქმეზეც.  მათზე აქციის დაშლის დროს სამართალდამცველებმა იძალადეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში