როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე აჭარის კუდ-ის ყოფილი უფროსი და კიდევ ოთხი ყოფილი სპეცრაზმელი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო და 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

19 აპრილი 2024, 15:28 546 ნახვა

თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის, როინ შავაძის მკვლელობის და უკანონო დაკავების ორგანიზებისთვის, აჭარის კუდ-ის ყოფილი უფროსი თეიმურაზ პატარიძე მოსამართლემ დამნაშავედ ცნო და დაუსწრებლად 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა მკვლელობაში და უკანონო დაკავებაში ბრალდებული ოთხი ყოფილი სპეცრაზმელის მიმართაც.

მოსამართლემ 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ყოფილ სპეცრაზმელებს: მირზა კონცელიძეს, ომარ ჭაღალიძეს, დავით ზაქარაძეს და გიორგი არაბულს. გიორგი არაბული ამ დრომდე ძებნილია.

მანამდე, სამმა ყოფილმა სპეცრაზმელმა საბოლოო სიტყვებით ისარგებლეს და თავი წარდგენილ დანაშაულში დამნაშავედ არ ცნეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი