პატარაძე მწვანე კონცხზე მიმდინარე პროექტებს გაეცნო

20 ივლისი 2016, 00:00 4443 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე რეგიონში, ტურისტულ სეზონზე, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ ადგილს, ბათუმის მერთან ერთად ეწვია. რეგიონის პირველმა პირმა გიორგი ერმაკოვთან ერთად ბაღის ტერიტორია ელექტრომობილით მოიარა და ბოტანიკურში უკვე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს გაეცო. მანამდე ზურაბ პატარაძე და ქალაქის მერი მწვანე კონცხის სანაპიროზე იმყოფებოდნენ სადაც ახლად რეკონსტრუირებული  პირსი ნახეს. პირსი ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან არსებული ინფრასტურქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში მოწესრიგდა. ტერიტორიაზე სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება, რაც ქალაქის მერის განმარტებით აგვისტოს შუარიცხვებში დასრულდება. მიმდებარედ მოეწყო სკვერი, დამონტაჟდა გარე განათება და კაპიტალურად წესრიგდება ავტოვტოსადგომი, რაც ბოტანიკური ბაღის ვიზიტორებს მანქანების გაჩერების პრობლემას მოუხსნის. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში