ბათუმიდან ქობულეთის მიმართულებით მგზავრობა არ გაძვირებულა

10 აგვისტო 2018, 00:00 1921 ნახვა

ბათუმიდან ქობულეთამდე მგზავრობის საფასური არ გაძვირებულა- აცხადებენ  მიკროავტობუსების მძღოლები. მგზავრობა 1 ლარი და 50 თეთრია,  რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მძღოლებმა თვითნებურად გააძვირეს მგზავრობის ღირებულება-ისინი  განმარტავენ, რომ საღამოს 22 საათიდან, როცა ამ მიმართულებით სამარშრუტო მიკროავტობუსები აღარ გადაადგილდებაინ, სურვილის შემთხვევაში დამატებით რეისს  ასრულებენ, რომლის საფასურიც 2 ლარია.

ამავე კატეგორიაში