კურორტ გომარდულის აქციონერების ქონებას კვლავ ყადაღა ადევს

09 აგვისტო 2018, 00:00 2785 ნახვა

კურორტ „გომარდულის“ მფლობელების ქონება ისევ დაყადაღებულია. არადა გასულ წელს აჭარის მთავრობა მტკიცედ აცხადებდა დავალიანების მოხსნის თაობაზე. მთავრობის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ კურორტის განვითარებისთვის ხელის შეწყობის მიზნით აქციონერებს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაკისრებულ მიწის გადასახადს მოუხსნიდნენ.

სანაცვლოდ კი ხელისუფლება მიწას მიიღებდა. 7-მა მფლობელმა სახელმწიფოს სასარგებლოდ 40 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დათმო, ქონება კი ისევ დაყადაღებულია. კურორტი ვერც ზაფხულის სეზონზე გაიხსნა და ვერც ვითარდება. ცნობისთვის აქციონერებს შორისაა უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ხვიჩა შარაშიძე.  ეს ის შემთხვევაა როდესაც დეპუტატი ორივე მხარეს წარმოადგენს.

ამავე კატეგორიაში