''საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო'' ცესკო-ს მიმართავს

19 ივლისი 2016, 00:00 3943 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობის ქმედება, შესაძლოა, შეიცავდეს საარჩევნო კოდექსით აკრძალულ ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს '' - ამ განცხადებით ''საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო'' ცესკოს მიმართავს. ორაგნიოზაცია მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით, გამოიკვლიოს და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართოს შესაბამის ზომებს. საუბარია ლევან ვარშალომიძის მიერ რეგიონის სოციალურად დაუცველ და უსახლკარო მოქალაქეებთან ხელშეკრულების გაფორმებაზე, რომლითაც "ნაციონალური მოძრაობა", არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მათი ბინებით დაკმაყოფილების პირობას დებს. ნაციონალური მოძრაობა ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს ვერ ხედავს. 

ამავე კატეგორიაში