“ვოისა” ‘’ბლექ სი არენაზე’’

04 აგვისტო 2018, 00:00 1522 ნახვა

ვოისა” დღეს ბლექ სი არენაზე მსმენელი ქართული ფოლკლორისა და თანამედროვე მუსიკალური ჟანრების სინთეზს მოისმენს. შეკვეთილის საკონცერტო დარბაზი  პიანისტ და კომპოზიტორ გიორგი მიქაძეს უმასპინძლებს,რომელიც  ნიუ იორკისა და პეკინის შემდეგ მუსიკალურ პროექტს ქართველ მსმენელს გააცნობს. პროექტის რეჟისორი ბასა ფოცხიშვილია, შესრულდება ერთგვარი ექსპერიმენტული კომპოზიციები რომლითაც  მაყურებლის წინაში გიორგი მიქაძესთან ერთად  ანსამბლი ბასიანი და ოლ სთარ ბენდი წარსდგებიან.

საღამო ჩექ ინ ჯორჯიას ფარგლებში იმართება და   საქართველოს დამოკიდებლობის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. “ბლექს სი არენა”-ს კარი მაყურებლისთვის 19 საათზე გაიღება, კონცერტი კი 21 საათზე უნდა დაიწყოს .

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში