აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პირველ სხდომა ჟურნალისტებისთვის დაიხურა

31 ივლისი 2018, 00:00 4329 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პირველი სხდომა ჟურნალისტებისთვის დაიხურა.  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ მედიასაშუალების წარმომადგენლებს კადრების აღება სხდომის დაწყების დროს, პირველი 10 წუთის განმავლობაში შეეძლებათ. 

მედიასაშუალებების წარმომადგენლებს აჭარის მთავრობის სახლის მეორე სართულზეც შეეზღუდათ ასვლა, სადაც მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. კომენტარები მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება. 

მთავრობის აპარატში აცხადებენ, რომ ამ საკითხს რეგლამენტი არეგულირებს და ამიერიდან მთავრობის სხდომები ჟურნალისტებისთვის ღია აღარ იქნება. 

განახლებული:

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში