სექტემბრიდან  პანსიონების  ლიცენზირება  სავალდებულო  ხდება 

10 ივლისი 2018, 00:00 1893 ნახვა

ახალი სასწავლო წლიდან სკოლა პანსიონებში სააღმზრდელო საქმიანობას კანონი მკაცრად დაარეგულირებს. ლიცენზირების შესახებ კანონი პარლამენტმა ორი წლის წინ  მიიღო, თუმცა იგი ძალაში სექტემბრიდან შევა. სკოლა-პანსიონებს რამდენიმე მოთხოვნის დაკმაყოფილება ევალებათ, მათ შორის შესაბამისი უწყებისთვის სააღმზრდელო პროგრამის წარდგენაა.

ირკვევა, რომ რეგიონში მოქმედ სკოლა პანსიონებს, რომლებიც კერძო საკუთრებაა, ან   საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია, ლიცენზია უკვე აქვთ. განსხვავებული ვითარება დაგვხვდა  მუსლიმურ სკოლა-პანსიონებში. აქ  აცხადებენ, რომ ამ დრომდე ვერ დააზუსტეს რომელ უწყებას მიმართონ ნებართვის მისაღებად. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში