მოუწესრიგებელი სანაპირო ზოლი ქობულეთში

20 ივნისი 2018, 00:00 1977 ნახვა

ქობულეთში მდინარე კინტრიშის წყალი პლაჟზე მიედინება. შექმნილი ვითარების გამო სანაპირო ზოლის ამ მონაკვეთზე  ბანაობა და გადაადგილება გართულებულია. პლაჟზე მდინარის დაბინძურებული წყალია დაგუბებული. სანაპიროს  იგივე პრობლემა შეუქმნა მდინარე დეხვამაც. ეს პრობლემა ქობულეთს რამდენიმე წელია აწუხებს.

მერიამ ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან  დოკუმენტი მიიღო რომელშიც წერია, რომ  მდინარის    შესართავთან  ბეტონის სამაგრის მოწყობა უშედეგოა და კალაპოტის გასწორხაზოვნება ყოველწლიურადაა საჭირო.  მერიაში პრობლემის მოგვარებას ჯერ კიდევ ტურისტული სეზონის დაწყებამდე აანონსებდნენ.  თვითმმართველობაში დღეს მთავართან განაცხადეს, რომ  ისინი ტენდერის დასრულებას ელოდებიან, რის შემდეგაც მდინარეების კინტრიშისა და დეხვას კალაპოტების გასწორხაზოვნების სამუშაოებს შეისყიდიან. აღსანიშნავია, რომ  სატენდერო  პირობების მიხედვით კომპანიას, რომელიც ტენდერში გაიმარჯვებს  სამუშაოების  დასასრულებლად 30 დღიანი ვადა აქვს. 

ამავე კატეგორიაში