ტატუნაშვილის ცხედარი წეროვანში, წმინდა გიორგის ეკლესიაშია დასვენებული

24 მარტი 2018, 00:00 2051 ნახვა

რამდენიმე საათში არჩილ ტატუნაშვილს სამხედრო პატივით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. ცხედარი ამ წუთებში წეროვანში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაშია დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.  დაკრძალვის ცერემონიას ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები დაესწრებიან.

არჩილ ტატუნაშვილი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და საერთაშორისო მისიებში გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ემსახურებოდა. ყოფილი სამხედრო 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს. მეორე დღეს ის ოკუპირებულ ცხინვალში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას თითქმის ერთი თვის განმავლობაში აჭიანურებდა და მიზეზად ე.წ. ექსპერტიზის ვადას ასახელებდა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში