საგამოძიებო უწყების განცხადება

14 ოქტომბერი 2017, 00:00 2572 ნახვა

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ   “2017 წლის 9 ოქტომბერს, “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის” საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის მირდატ ქამადაძის ბრიფინგი, რომელმაც განაცხადა, რომ ,,ხელისუფლება საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მოითხოვს სხვადასხვა სამართლებრივ დარღვევას, მათ შორისაა ის, რომ კენჭისყრის დასრულების შემდგომ კომისიებმა არ უნდა დალუქონ სამაგიდო სიები,  ვიდრე არ დაიწერება   შემაჯამებელი ოქმები.

ეს არის კანონდარღვევა, ხოლო ვინც ამ დარღვევის წინააღმდეგ წავიდა ამ კომისიის წევრებისგან მოითხოვეს კომისიების დატოვება და ასეთი 18 ფაქტი დაფიქსირდა. ამ საკითხის შესასწავლად  ბათუმის რაიონულ პროკურატურაში მოხდა მირდატ ქამადაძესთან ზეპირი გასაუბრება, რა დროსაც  მან განმარტა, რომ მისთვის უცნობია კონკრეტულად ვინ ახდენს ზეწოლას საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებზე და ვერ იხსენებს 18 პირიდან ვერცერთის სახელსა და გვარს, რომლებმაც მის მიერვე ბრიფინგზე გაჟღერებული ინფორმაციის მიხედვით, ხელისუფლების მოთხოვნით დატოვეს საუბნო საარჩევნო კომისიები” -აღნიშნულია  მთავარი საგამოძიებო უწყების განცხადება.   

ამავე კატეგორიაში