საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადება

10 ივნისი 2016, 00:00 1551 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში უხეში ჩარევისგან. ციტატა: "საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, განურჩევლად იმისა, თუ რომელ კოლეგიას განეკუთვნებიან ისინი, მოქმედებენ კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად. საფუძველს მოკლებულია საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიების რაიმე ნიშნით განსხვავება. სასამართლო ასევე შეახსენებს ყველა დაინტერესებულ პირს, რომ სამოსამართლეო ეთიკა შესაძლებლობას არ აძლევს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, ჩაერთონ პოლემიკაში საჯარო მოხელეებთან ან პოლიტიკოსებთან. ამიტომ სასამართლო მოუწოდებს ხელისუფლების, მმართველი პოლიტიკური გუნდის და ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე მედიას, გამოიჩინონ კორექტულობა საკონსტიტუციო სასამართლოს როგორც ინსტიტუციის, ასევე მისი წევრების შესახებ მოსაზრებების გამოთქმისას."_აღნიშნულია განცხადეაბში. 

ამავე კატეგორიაში