პრეზიდენტმა სტრასბურგსა და ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა

10 ივნისი 2016, 00:00 2505 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა სტრასბურგსა და ბრიუსელში, ოთხდღიანი ვიზიტი დაასრულა.გიორგი მარგველაშვილმა ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების წარმომადგენლებთან შეხვედრები შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით დღეს ევროპულ სტრუქტურებში კითხვები არ არსებობს. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან შეხვედრაც შეაფასა და მომავალ ნატოს ვარშავის სამიტზე ისაუბრა.

ამავე კატეგორიაში