3,5 მილიონი ლარი მუნიციპალიტეტებისთვის

09 აგვისტო 2017, 00:00 1983 ნახვა

მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 12 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიების  დასაფინანსებლად აჭარის მთავრობამ სამ მილიონნახევარი ლარი გამოყო. ქობულეთის მუნიციპალიტეტს ფერდსამაგრი სამუშაოებისთვის 163 ათასი, ქედას ნაგავმზიდი ავტომობილის შესაძენად 171 ათასი, გზების დეპარტამენტს კი მილიონ 255 ათასი  ლარი გამოეყო.

მერიამ 5 პროექტის განხორციელებისთვის კი მთავრობისგან დამატებით 2 მილიონამდე ლარი მოითხოვა. ამ თანხით 27 ქუჩისა და ჩიხის კეთილმოწყობა, სამი ახალი ლიფტის მონტაჟი და 15 ეზოს მოპირკეთება იგეგმება. 186 100 ლარი გამოიყო თამარის დასახლებაში ქვეითებისთვის გადასასვლელი ხიდის მშენებლობისთვის. მთავრობის წევრებმა დღესვე  მხარი დაუჭირეს გამარტივებული  ტენდერის გზით, იურიდიული მომსახურების შესყიდვას, რომელიც  თვითმმართველობას 10 ათასი  ლარი უჯდება.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი