ვაინახური კულტურის ფესტივალი ხვალ ბათუმში დასრულდება

04 ივნისი 2016, 00:00 1775 ნახვა

ხვალიდან ბათუმი ვაინახური კულტურის ფესტივალს უმასპინძლებს. ადგილობრივ  კულტურას პანკისის ხეობის ქალთა სათემო ორგანიზაცია და ანსამბლი „პანკისი“ წარმოადგნენ. ფესტივალის მიზანია ვაინახური კულტურის პოპულარიზაცია, პანკისის ხეობის და იქ მცხოვრები ეთნიკური ქისტების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების შემცირების ხელშეწყობა. ფესტივალი სამოქალაქო აქტივობების ცენტრის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების და რეგიონული მედიის ხელშეწყობით ტარდება. მხარდაჭერი კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაა.კულტურული ღონისძიება დღეს ქუთაისში ტარდება, მანამდე კი დუშეთსა და ახალციხეში გაიმართა.

ამავე კატეგორიაში