''ზაფხული იწყება აქ'' - ტურისტული სეზონი ხვალ გაიხსნება

08 ივნისი 2017, 00:00 2973 ნახვა

''ზაფხული იწყება აქ''- ამ სლოგანით ხვალიდან აჭარაში ზაფხულის სეზონი გაიხსნება. თუმცა ქუჩის კონცერტები ზღვისპირა ქალაქში  დღეიდან  უკვე დაიწყო. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბენდმა  სასწავლებლის ეზოში რამდენიმე სიმღერა შეასრულა. დღის განმავლობაში, კონცერტებს  ადგილობრივი ბენდები, ბულვარის შესასვლელთან და საბაგიროს  მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატარებენ.

ხვალ, კი სეზონი  ოფიციალურად 16:00 საათზე  ალი და ნინოს ძეგლთან გასართობი მუსიკალური შოუთი გაიხსნება. მთელი დღის განმავლობაში,  იქ მისული სტუმრების განწყობაზე  ელექტრონული მუსიკის შემსრულებლები  იზრუნებენ.

ღონისძიებები  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდება.  

ამავე კატეგორიაში