საზეიმო მიღება სომხურ დიასპორაში

28 მაისი 2017, 00:00 2259 ნახვა

დღეს ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი  საზეიმო მიღება გაიმართა.  ბათუმის მერმა და სომხეთის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა საქართველოში მცხოვრებ სომეხ მოქალაქეებს დამოუკიდებლობის  დღე მიულოცეს.

ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო ფილმის ჩვენება, დიასპორასთან და ეკლესიასთან არსებული საკვირაო სკოლის აღსაზრდელებმა კი კონცერტი გამართეს. სომხური დიასპორა ერთ-ერთი მრავალრიცხოვანია აჭარაში.  იგი 10 000 ეთნიკურ სომეხს აერთიანებს.

ამავე კატეგორიაში