შპს ''სანდასუფთავება'' სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

24 მაისი 2017, 00:00 3357 ნახვა

შპს "სანდასუფთავება"  სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც ბათუმის სანაპიროზე, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, დაბინძურებული სანაპირო ზოლის ფოტოები იყო განთავსებული. სოციალურ ქსელ ფეისბუქში არსებულ ჯგუფ "ეს ხდება ბათუმში" პოსტი მოქალაქემ ლაშა ადამიამ დადო, რომელიც წერს: "აჭარის მთავრობა / Government of Ajara, ბათუმის მერია ამ ქალაქს პატრონი ყავს? Check in Georgia 2017 ნარჩენების ფესტივალით დაიწყეთ თუ შემოღობილი სანაპიროთი? სანაპიროს პირდაპირ ახალგახსნილი სავაჭრო ცენტრი და სასტუმროა - ესაა ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო". 

შპს "სანდასუფთავების" სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, ტერიტორია კერძო სამშენებლო კომპანიას აქვს შემოღობილი, სადაც ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. მათი მტკიცებით, ამის გამო, აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავება ვერ ხერხდება.

ქეთევან ჭყონია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი