იბრძოლებს თუ არა ბათუმის მერობისთვის ლევან ვარშალომიძე?

22 მაისი 2017, 00:00 2609 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს კითხვაზე "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" არ უპასუხეს. პარტიის აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის აქტიურად ემზადებიან. მუშაობენ სიის დაკომპლექტების საკითხზეც, თუმცა ვინ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, ჯერ დაზუსტებული არ არის. მისივე თქმით, პარტიამ არჩევნებისთვის მხარდამჭერების მობილიზაციით დაიწყეს.

ლევან ვარშალომიძემ დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში „ღია კარის დღე“ მოაწყო და მხარდამჭერები პარტიაში გააწევრიანა. ლიდერთა განცხადებით, აქცია სისტემატურ ხასიათს მიიღებს და ყოველ ორშაბათს გაიმართება.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი