მერაბ ღოღობერიძის ადვოკატი: ''მაღალი თანამდებობის პირი ცრუ ჩვენების მიცემას სთხოვდა''

27 აპრილი 2017, 00:00 4370 ნახვა

მერაბ ღოღობერიძის ადვოკატი აცხადებს, რომ ბათუმში 11-12 მარტს მომხდარი მოვლენები ორ სახელმწიფო უწყებას შორის არსებული დაპირისპირების შედეგია. ამის შესახებ, ღოღობერიძის ადვოკატმა, წინასწარ პატიმრობაში მყოფი ღოღობერიძის მონახულების შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, მერაბ ღოღობერიძის მტკიცებით, ბათუმში ძალადობა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის დაპირისპირების შედეგია და ის მსხვერპლია ამ დაპირისპირებაში. 

"მერაბ ღოღობერიძემ მოგვაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 2017 წლის 25 აპრილს მასთან იმყოფებოდა თანამდებობის პირი, თუმცა მისი პირადი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ასახელებს მის ვინაობას ამ ეტაპზე. თანამდებობის პირმა ღოღობერიძეს მოთხოვა გამომძიებელი უჩა კახიძე გამოეძახებინა წინასწარი დაკავების იზოლატორში და მიეცა მისთვის დამატებითი ჩვენება, რომლითაც ამხელდა ვინმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელ ყიფიანს, როგორც თითქოსდა ამ აქციის და მოვლენების დამგეგმავს" - აცხადებს პაატა შავაძე. .

მერაბ ღოღობერიძის ადვოკატის თქმით, ღოღბერიძეს არანაირი კავშირი არ ჰქონია ვინმე ყიფიანთან, რომ არ იცნობს ამ პიროვნებას და მისგან არანაირი დავალება არ მიუღია.

ადვოკატის მტკიცებით, ყიფიანის წინააღმდეგ ჩვენების სანაცვლოდ, ღოღობერიძეს გირაოს 20 000 სანაცვლოდ გაათავისუფლებდნენ. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში