გაურკვეველი მარშრუტით

04 აპრილი 2017, 00:00 4557 ნახვა

“სამუშაოების ეფექტურად განხორციელების მიზნით გამგეობამ მიზანშეწონილად მიიჩნია 22 ძირი კლიპტომერიის, 4 კიპაროსის და 2 ძირი წაბლის მოჭრის ნებართვა გაეცა” – ეს არის ამონარიდი ნებართვიდან, რომელიც ქობულეთის გამგეობამ “ასოციაცია ატუზე” გასცა.

დოკუმენტში ასევე წერია, რომ ფირმა აჭარის მთავრობის პროექტის საფუძველზე ახორციელებს ასფალტ—ბეტონის დაგებას ჩაქვში. ეს ის ადგილია, საიდანაც დღეს ზემოთ ხსენებული ხეები მოჭრეს, როგორც ადგილზე გვეუბნებიან, აქ გზა დენდროგლოგიური პარკისთვის ხეების გადატანის მიზნით გაყავთ. ტრანსპორტირებისთვის ამზადებენ ევკალიპტს ქობულეთის ცენტრთან ახლოსაც.  ჯერ-ჯერობით უცნობია გახდება თუ არა საჭირო ხეების მოჭრა ამ შემთხვევაშიც, ასევე მოითხოვს თუ არა ტრანსპორტირებაზე პასუხისმეგებლი კომპანია ნებართვას ინფრასტრუქტურული ბარიერების აღმოსაფხვრელად.

ამავე კატეგორიაში