შპს ''ბათუმის სამშობიარო სახლი''  ''მედინამ'' იყიდა

03 მარტი 2017, 00:00 3193 ნახვა

რუსთაველის ქუჩაზე მდებარე  ''ბათუმის სამშობიარო სახლის'' ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებულია.  სამედიცინო დაწესებულება, 110 მეწილის გადაწყვეტილებით, შპს ''ჯანმრთელობის ცენტრ მედინა''-ზე 353 ათასი ლარად გასხვისდა. ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ინვესტორმა ორი წლის განმავლობაში უნდა შეინარჩუნოს იქ დასაქმებული 280 თანამშრომელი და განახორციელოს მილიონ 200 ათასი ლარის ინვესტიცია. ნასყიდობის დარღვეულ პროცედურებზე საუბრობს იმ თანამშრომელთა ნაწილი, ვინც დაწესებულების გასხვისებას, ამ დრომდე ეწინააღმდეგება.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში