სახალხო დამცველი საზოგადოებრივ მაუწყებელზე

23 თებერვალი 2017, 00:00 3138 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ხელმძღვანელობის ხედვა, რომელიც გადაცემების დახურვას მხოლოდ მათ რეიტინგს უკავშირებს, კითხვის ნიშნებს აჩენს რეფორმის მთელი პროცესის მიმართ, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სახალხო დამცველი ავრცელებს. ომბუცმენი მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ ხელმძღვანელობასა და სამეურვეო საბჭოს, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის საკითხი განიხილონ საზოგადოების, მათ შორის თანამშრომელთა მაღალი ჩართულობით, გამჭვირვალედ და მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შესაბამისობაში იქნება როგორც კანონთან, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლობის იდეასა და მიზნებთან.

ამავე კატეგორიაში