ტელეარხი 25-ის საქმე

19 მაისი 2016, 00:00 3556 ნახვა

25-ე არხის ჟურნალისტების პოზიცია უცვლელია. არხის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამართლებული ყოფილი კოლეგების ძველ პოზიციებზე დაბრუნებას კვლავ ეწინააღმდეგებიან. მათი განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ არხის ხელმძღვანელობა მათი აღდგენის გადაწყვეტილებას მიიღებს, ჟურნალისტები უფლება-მოვალეობების შესრულებაზე უარს იტყვიან. კორესპონდენტებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს. ირინა ყურუას თქმით, უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომლებს უფლება აქვთ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ. 

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში