განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება

19 თებერვალი 2017, 00:00 3484 ნახვა

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგების თარიღი განისაზღვრა. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მოსწავლეები ერთ კვირას _ 8-დან 15 მარტამდე დაისვენებენ. თუმცა, პარალელურად შეიცვალა სააღდგომო არდადეგების პერიოდიც და ის გასული წლებისგან განსხვავებით აღარ იქნება. ბათუმის რესურსცენტრის უფროსის გოჩა დავითაძის განცხადებით, უქმეები შრომის კოდექსით განისაზღვრა და სააღდგომოდ სკოლებში დასვენების დღეები მხოლოდ წითელი პარასკევი და ორშაბათი იქნება.   

ამავე კატეგორიაში