2022 წლის საუკეთესო კომპოზიციები

12 დეკემბერი 2022, 11:45 1712 ნახვა

2022 წლის საუკეთესო კომპოზიციები

რომელმა სიმღერებმა განსაზღვრეს 2022 წელი?  რამ განაპირობა მათი წარმატება? იუმორისტულმა შინაარსმა თუ სახასიათო რიტმმა?! ინტროსპექტულმა, ტკბილ-მწარე ილუზიებმა თუ პოლიტიკურმა გზავნილებმა და პროტესტმა მერკანტილიზმის წინააღმდეგ?! იქნებ, საცეკვაო კლუბებში აბსოლუტურმა დომინირებამ?! ეგებ, ჟანრთა სიჭრელემ და ორიგინალურმა ჟღერადობამ: ხმამაღალმა, რბილმა, უკიდეგანომ, დახვეწილმა, ცვალებადმა, დამახინჯებულმა... პასუხია: დიახ, - ამ ყველაფერმა და კიდევ ბევრმა რამ... რასაც შეიტყობთ, თუკი რადიო აჭარის ეთერში, თვის მანძილზე, ყოველ შაბათ-კვირას, „FM ფანტაზიებში“ მოუსმენთ მუსიკას, რომლითაც 2022 წელი დაგვამახსოვრდება...