პირველი ცოცხალი კონცერტები ტვ შოუებში - 90-იან წლებში MTV ცოცხალ კონცერტთა სერია "Unplugged" წამოიწყო

25 სექტემბერი 2022, 11:39 1937 ნახვა

პირველი ცოცხალი კონცერტები ტვ შოუებში - 90-იან წლებში MTV ცოცხალ კონცერტთა სერია "Unplugged" წამოიწყო

90-იან წლებში MTV-მ წამოიწყო ცოცხალ კონცერტთა სერია "Unplugged", რომელიც ეწინააღმდეგებოდა მანამდე მათ მიერვე გაფეტიშებულ მუსიკალურ ვიდეოებს. ნაცვლად იმისა, რომ ვარსკვლავებს სინქრონულად უნდა გაეღოთ პირი წინასწარ ჩაწერილ ტრეკებზე, "Unplugged"-ი მათ პირდაპირ ეთერში, სტუდიური აუდიტორიის წინაშე, აკუსტიკურ ინსტრუმენტთა გამოყენებით ცოცხლად შესრულების აიძულებდა. რაც მუსიკაზე მთავარი მახვილით, ნიჭის დემონსტრირების უნიკალურ საშუალებას იძლევა. ეს ხრიკი ტენდენციად იქცა, როდესაც პოლ მაკარტნიმ გამოსცა თავისი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი"Unplugged" ალბომი. ორი წლის შემდეგ, იგივე გაიმეორა ერიკ კლეპტონმა, რითიც მოძველებული ჰიტები განახლებული არანჟირებით მარადიულ ნამუშევრებად აქცია და კომერციული წარმატების გარდა, მსოფლიოს ყველა პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა. „FM ფანტაზიებში“ ვუსმენთ 20 გამორჩეულ ცოცხალ შესრულებას ლეგენდარული Unplugged-ის სერიიდან.