მშობელთა საყურადღებო არანორმატიული ლექსიკა - II

17 ოქტომბერი 2022, 15:08 3369 ნახვა

მშობელთა საყურადღებო არანორმატიული ლექსიკა - II

მუსიკოსმა ფრენკ ზაპამ ერთხელ იკითხა: „თუ ლექსები ადამიანებს რაღაც-რაღაცების გაკეთებას აიძულებს, მაშ, რატომ არ გვიყვარს ერთმანეთი ამაზე მეტად?!“... ეს იყო 1985 წელს, როცა ის და სხვა მუსიკოსები ცენზურის საწინააღმდეგო მოხსენებით კონგრესში წარსდგნენ. მაშინ საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „მშობელთა მუსიკალური რესურს-ცენტრი“ წარადგინა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც მუსიკა, ბავშვებისთვის პოტენციურად საფრთხის შემცველად უნდა ეღიარებინათ... სწორედ ამ მოსმენების შედეგად მიიღეს კანონები, რომლის შედეგიცაა გამაფრთხილებელი ეტიკეტი მუსიკალურ ალბომებზე: parental advisory explicit content “მშობელთა საყურადღებო: არანორმატიული ლექსიკა.“ თუკი ეს სტიკერები შედარებით ახალია მუსიკის ისტორიაში, ცენზურა და საზოგადოდ, სიმღერების აკრძალვა, გაცილებით ადრეული პერიოდიდან იღებს დასაბამს. „FM ფანტაზიებში“ მოვუსმენთ რადიოთი აკრძალულ ზოგიერთ სიმღერას და იმ საინტერესო "დანაშაულებს" რისთვისაც ისინი ეთერიდან ამოიღეს.