ლეგენდარული დრამერები

04 დეკემბერი 2022, 13:35 1694 ნახვა

ლეგენდარული დრამერები

იმის საფუძველს, რომ როკ-ჯგუფების წევრებს შორის, თაყვანისმცემელთა სიყვარულის ძირითადი ობიექტები, როგორც წესი, ვოკალისტები და გიტარისტები არიან, არსებითად, დრამერები ქმნიან... მართლაც, მხოლოდ შესანიშნავ დრამერს ხელეწიფება სრულიად სხვა განზომილებაში გადაგვიყვანოს, უნიჭო კი, მთელი კოლექტივის შესაძლებლობებს მიწასთან ასწორებს. ისინი საკუთარ თავსა და საკუთარ ინსტრუმენტზე წარმოუდგენელ კონტროლს და შთამბეჭდავ გონებრივ თუ ფიზიკურ შესაძლებლობებს ფლობენ. გამოგიტყდებით, რთული იყო საუკეთესოთა შორის საუკეთესო დრამერების და მათი სოლო პარტიების შერჩევა, მაგრამ მაინც, სიამოვნებით წარმოგიდგენთ ჩემეულ ვერსიას, აგიხსნით, რით არის განპირობებული მათი უნიკალურობა - იქნებ მხოლოდ იმით, რომ საკუთარი მასშტაბებით მომავალი თაობების შთაგონების წყაროდ იქცნენ?!...