მესაყვირე - ლუდოვიკ ლუისი

26 სექტემბერი 2022, 01:41 674 ნახვა

მესაყვირე - ლუდოვიკ ლუისი

„ჩემი მესაყვირე ფერმწერია, მხატვარია, საკუთარი ინსტრუმენტით...“ - უთქვამს ლეგენდარულ ლენი კრავიცს მუსიკოს, კომპოზიტორსა და არანჟირებათა ავტორ-შემსრულებელზე ლუდოვიკ ლუიზე. შემოქმედი, რომელიც მუსიკალურმა თანამშრომლობამ, არაერთ მსოფლიო არტისტთან, მონაწილეობამ ბენდში "Big in Jazz Collective" და სამსახიობო გამოცდილებამ სოლო კარიერის გადაწყვეტილებამდეც კი მიიყვანა. მეგობრების გარემოცვაში რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ, მესაყვირემ გამოსცა სოლო ალბომი Rebirth - განსაცვიფრებელ პირველ ნამუშევარი, რომელიც სოულის, ფანკისა და კარიბული კულტურის მუსიკალური ნაზავია. „FM ფანტაზიები“ რუბრიკით რელიზი შესაძლებლობას გაძლევთ დატკბეთ თანამედროვეობის უნიკალური მუსიკოსის, ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი მესაყვირის ლუდოვიკ ლუის ძალზედ ინტიმური განწყობის მელოდიებით ალბომიდან Rebirth...