სტივენ ზუს მესამე სტუდიური ნამუშევარი.

26 სექტემბერი 2021, 14:58 4303 ნახვა

სტივენ ზუს მესამე სტუდიური ნამუშევარი.

პანდემიითა და Daft Punk-ის ფენომენით შთაგონებული ალბომი «DREAMLAND» არის 2014 წლამდე ანონიმი მუსიკოსის, ელექტრონული მუსიკის ჟანრის პროდიუსერისა და ვოკალისტის სტივენ ზუს, უფრო ცნობილი, როგორც „ზუ“ მესამე სტუდიური ნამუშევარი.

მრავალმხრივი არტისტი, გამუდმებით რომ ატყვევებს ელექტრონიკის მოყვარულებს საკუთარი საფირმო, ძლიერი ჟღერადობით. DREAMLAND-ი 12 ტრეკია, ტონობით ხმოვანი არომატებით გაჯერებული ღრმა ბას-პარტიები; მოციმციმე გარდამავალი სინთეზატორები; ბუნდოვანი ემოციური ვოკალითა და პირქუში ჟღერადობით. „ძალიან მინდოდა შემექმნა საკმარისად ემანსიპირებული ემოციები და მუსიკა.“ - გაუკეთებია კომენტარი მუსიკოსს. მოსმენის შემდეგ დარწმუნდებით, რომ ავტორმა ჩანაფიქრის განხორციელება უდავოდ შეძლო: DREAMLAND პროდიუსერისთვის სახასიათო სექსუალური და გამომწვევი ჟღერადობის დემონსტრირებაა. წინა წლებში, ნიჭიერი დიჯეი, პროდიუსერი, მუსიკოსი და ავტორ-შემსრულებელი თაყვანისმცემლებს იმ ალბომებით ანებივრებდა, დღეს რომ შედევრებად მოიხსენიებენ ხოლმე... ZHU-ს უკანასკნელი ნამუშევრები თითქოს მრავალსახოვანი მუსიკოსის მიერ ბოძებული, სუფთა ჰაერის ჩასუნთვის შესაძლებლობაა. ამიტომაც, იგი იდეალური ჩანაწერია „ფმ ფანტაზიების“ რუბრიკა რელიზისთვის, რომელიც ყოველი თვის ბოლო შაბათ-კვირას, უახლესი, რჩეული მუსიკალური ალბომების სრულად მოსმენის საშუალებაა... არასტანდარტული მულტიინსტრუმენტალისტი ზუ და მისი 2021-ს ნამუშევარი DREAMLAND...